ჩრდილოეთ კორეამ 36 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი პოლიტიკური შეხვედრა გახსნა. დღეს ფხენიანში მუშათა პარტიის მეშვიდე ყრილობა დაიწყო.
უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც ღონისძიების გასაშუქებლად ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდნენ, თავდაპირველად ქვეყანაში არ შეუშვეს.
შეერთებული შტატები აზიელ პარტინიორებთან კონსულტაციების მეშვეობით, კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. ყრილობის განმავლობაში, სავარაუდოდ, კომუნისტური პარტიის რიგებში რამდენიმე მნიშნველოვანი გადანაცვლება მოხდება.
ვაშინგტონში ასევე ელიან, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული მთავრობა ყრილობის განმავლობაში ბირთვული იარაღის ტესტირებასაც მოაწყობს.