ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარზე ისევ არეულობაა


ბერძნულ სოფელ იდომენის მახლობლად მდებარე მაკედონიის საზღვარზე დაძაბულობა დღესაც გრძელდება. გუშინ მაკედონიის პოლიცია იძულებული გახდა საზღვრის გარღვევის მსურველი ასობით მიგრანტი ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაეშალა.

საზღვართან დღესაც ათეულობით მიგრანტმა მოიყარა თავი, თუმცა სამართალდამცავებთან შეტაკების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მედპერსონალს დახმარებისთვის 300-მდე ადამიანმა მიმართა. მათ უმრავლესობას სუნთქვის პრობლემები, ან რეზინის ტყვიით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. მაკედონიის ოფიციალური წყაროების მიხედვით, მათი მხრიდან უსაფრთხოების ძალებში მომსახურე 23 ადამიანი დაშავდა, ძირითადად - მიგრანტების მხრიდან ნასროლი ქვებით.

XS
SM
MD
LG