ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში საემიგრაციო კრიზისზე მსჯელობენ


ევროპის კავშირის ლიდერები თურქეთში საემიგრაციო კრიზისზე მსჯელობენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ბრიუსელში გამართულ საგანგებო შეხვედრამდე განაცხადეს, რომ ევროკავშირმა ბალკანეთზე გამავალი საემიგრაციო მარშრუტის დახურვის გეგმა შეიმუშავა.

მაკედონიიდან ჩრდილოეთით საზღვრები გადაკეტილია და სირიიდან, ავღანეთიდან, ერაყიდან, თუ სხვა ქვეყნებიდან მიმავალ მიგრანტებს გადაადგილება გერმანიისკენ და სკანდინავიის სახელმწიფოებისკენ შეეზღუდათ.

მიგრანტთა მოზღვავება საბერძნეთში გრძელდება და ათასობით ადამიანი კვლავ მაკედონიის საზღვარზე გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფება. 2015 წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებში მილიონამდე მიგრანტი შევიდა. თურქეთში კი მარტო სირიიდან 2 მილიონ 700 ათასზე მეტი დევნილია.

XS
SM
MD
LG