ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფიდელ კასტრო ტელეკამერების წინ გამოჩნდა


კუბის ყოფილი პრეზიდენტი ფიდელ კასტრო ხუთშაბათს ტელეკამერების წინ გამოჩნდა. ცნობილი რევოლუციური ლიდერი საჯარო აუდიტორიის წინაშე ძალიან იშვიათად ჩნდება და კუბელებმა ტელევიზიით ის ბოლოს 9 თვის წინ ნახეს. 89 წლის კასტრომ განათლების თემებზე ისაუბრა, კერძოდ, 2007 წელს გარდაცვლილ თანამებრძოლ ვილმა ესპინზე, რომლის სახელიც ერთ-ერთ სკოლას დაერქვა. ვილმა ქვეყნის ახლანდელი პრეზიდენტის, რაულ კასტროს ცოლი იყო.

კუბის კომუნისტური პარტია მომავალი ყრილობისთვის ემზადება, რომელიც ერთ კვირაში გაიხსნება. მასზე მომდევნო ხუთწლედის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გეგმებს დასახავენ. არ არის გამორიცხული, რომ დისკუსია პრეზიდენტ რაულ კასტროს შემცვლელის შესახებაც გაიმართოს.

XS
SM
MD
LG