ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ პატივი მიაგო ე.წ. ბინძური ომის მსხვერპლს


ამერიკის პრეზიდენტი არგენტინაში ვიზიტს აგრძელებს. დღეს მან ე.წ. “ბინძური ომის” მსხვერპლთა მემორიალი მოინახულა. არგენტინა სამხედრო გადატრიალების 40 წლისთავთან დაკავშირებით პატივს მიაგებს იმ ადამიანებს, რომლებიც სისასტიკით გამორჩეული სამხედრო რეჟიმის ძალაუფლებაში მოსვლის გამო დაიღუპნენ. ობამა არგენტინის ახალი პრეზიდენტის მაურისიო მარსის სტუმარია, რომელიც მიზნად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამოსწორებას და თანამშრომლობის გაზრდას ისახავს.

საიდუმლო გრიფის მოხსნის შემდეგ, შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებული დოკუმენტებით დადასტურდა, რომ ამერიკა მხარს უჭერდა არგენტინაში იმ რეჟიმს, რომლის გამოც, ადამიანის უფლებების დამცველების ინფორმაციით, ქვეყანაში 30 ათასამდე ადამიანი დაიღუპა ან გაუჩინარდა. საუბარია “ბინძური ომის” დროს, 1976-დან 1983 წლამდე პერიოდზე. შესაბამისად, ობამას ვიზიტს ქვეყანაში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, განსაკუთრებით მათ შორის, ვინც იმ წლებში მეგობრები და ნათესავები დაკარგა.

XS
SM
MD
LG