ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ისტორიულ ვიზიტს აგრძელებს.


გრძელდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი ჰავანაში. ის კუბის დედაქალაქში დღეს მთელ დღეს ატარებს და რევოლუციის სასახლეში მოლაპარაკებას ქვეყნის პრეზიდენტ რაულ კასტროსთან მართავს. ეს მეზობელ სახელმწიფოთა ლიდერების რიგით მეოთხე შეხვედრაა ბოლო წლების მანძილზე, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს გაჭიანურებულ ცივი ომის ეპოქას ასრულებს. მოლაპარაკება საზეიმო სადილით დასრულდება.

აეროპორტში გუშინ პრეზიდენტ ობამას დელეგაციასთან ერთად კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგესი დახვდა. ამერიკის პრეზიდენტს ვიზიტის განმავლობაში თან ახლავს მეუღლე მიშელი, ქალიშვილები საშა და მალია და ასევე მიშელის დედა მარიან რობინსონი. პრეზიდენტი ობამა აეროპორტიდან სასტუმროში გაემგზავრა, სადაც შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა.

XS
SM
MD
LG