ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰავანაში აშშ-ის დროშა აფრიალდება


აშშ-ის საელჩო ჰავანაში

14 აგვისტოს ჰავანაში, კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის აღდგენილი ურთიერთობები აშშ-ის საელჩოს თავზე ამერიკის შეერთებული შტატების დროშის აღმართვით აღინიშნება. ორ ქვეყანაში საელჩოები ფორმალურად ივლისში გაიხსნა, თუმცა ვაშინგტონი საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ამ დრომდე ინახავდა, სანამ სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჰავანაში პირადად მოახერხებდა ჩასვლას.

14 აგვისტოს ცერემონიალამდე, ვაშინგტონი ცდილობს თავიდან აიცილოს ის კრიტიკა, რომელიც იმ ფაქტმა განაპირობა, რომ საელჩოს გახსნისთვის კუბელი დისიდენტები არ დაუპატიჟებიათ.

XS
SM
MD
LG