ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა არგენტინაში ორ დღეს გაატარებს


პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს არგენტინაში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკასა და არგენტინას შორის ურთიერთობები უმჯობესდება. ამასთან, ობამას ვიზიტი ამერიკის მიერ მხარდაჭერილი სახელმწიფო გადატრიალების მე-40 წლისთავს ემთხვევა.

ბუენოს აირესში პრეზიდენტს პირველი ლედი მიშელ ობამა, ორივე ქალიშვილი საშა და მალია და მიშელის დედა ახლავს.

დღესვე ობამა არგენტინის ახლად არჩეულ პრეზიდენტ მაურიციო მარსის შეხვდება. მარსის ამერიკასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება სურს.

ხვალ ობამა მემორიალს ეწვევა, რომელიც სამხედრო ხუნტის მიერ მმართველობის ხელში ჩაგდების მე-40 წლისთავს აღნიშნავს. არგენტინაში სამხედრო დიქტატურის დროს ათობით ათასი ადამიანი იქნა მოკლული ან გაუჩინარებული.

XS
SM
MD
LG