ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს და სირიის მთავრობას საავადმყოფოებზე იერიში ბრალდება


„საერთაშორისო ამნისტია“ რუსეთის და სირიის სამთავრობო ძალებს ბრალდებას უყენებს. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათი სამხედრო ძალები ქალაქ ალეპოსკენ დაწინაურების მიზნით, სპეციალურად იღებენ მიზანში სირიის საავადმყოფოებს, თუ სამედიცინო დაწესებულებებს და მათ საჰაერო დაბომბვებს აწარმოებენ.

აღნიშნული განცხადება ტირანა ჰასანმა, ორგანიზაციის ჰუმანიტარული ჯგუფის კრიზისზე რეაგირების განყოფილების დირექტორმა გააკეთა. მისი თქმით, “ყველაზე აღმაშფოთებელია ის, რომ საავადმყოფოების მიწასთან გასწორება, როგორც ჩანს, მათი სამხედრო სტრატეგიის ნაწილი გახდა”. „საერთაშორისო ამნისტია“ აცხადებს, რომ ორგანიზაციას ჯანდაცვის ექვს ცენტრზე მიტანილი იერიშების დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნია.

XS
SM
MD
LG