ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში საავადმყოფო დაიბომბა. ეჭვი რუსულ თვითმფრინავზეა


ორგანიზაციის „ექიმები საზღვრების გარეშე“ ცნობით, ორშაბათს, ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მომხდარმა საჰაერო თავდასხმამ, ჰოსპიტალი გაანადგურა, რომელსაც ეს ჯგუფი ეხმარებოდა, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა.

დახმარების საერთაშორისო ჯგუფმა გამაცხადა, რომ იდლიბის პროვინციაში, მაარეთ ალ-ნუმანში შენობას ოთხი რაკეტა მოხვდა და პერსონალის რვა წევრსაც ვერ პოულობენ.

ორგანიზაციას ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლის ვინაობაზე საკუთარი ეჭვის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ბრიტანეთში ბაზირებული სირიის უფლებადამცველი ორგანიზაცია ეჭვობს, რომ თავდასხმა რუსულმა თვითმფრინავმა მოახდინა.

XS
SM
MD
LG