ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში კონსერვატორები დამარცხდნენ


ირანის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ და მისმა მოკავშირეებმა მოიპოვეს. 88-წევრიან ასამბლეაში ისინი 16 ვაკანტური ადგილიდან 15-ს დაიკავებენ.

დღეს გამოცხადებულმა შედეგებმა კონსერვატორებს მძიმე დარტყმა მიაყენა, მათ შორის, ასამბლეის ახლანდელ თავმჯდომარეს - მოჰამად იეზიდს, რომელიც ხელმეორედ აღარ აირჩიეს. პარლამენტარები ირანში 8 წლიანი ვადით მსახურობენ და მათ მომავალში ქვეყნის უზენაესი მმართველის, აიათოლა ჰამენეის შემცვლელის არჩევის პრივილეგია ენიჭებათ.

XS
SM
MD
LG