ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ნავთობის ექსპორტის გაზრდის მომხრეა


ირანი, ნავთობის წარმოების ლიმიტს ეწინააღმდეგება და ექსპორტის გაზრდა სურს.

თეირანმა, ამ განცხადებით უარყო ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების მოწოდება ექსპორტის შემცირება მოახდინოს, რათა ნავთობზე ფასების ვარდნის პროცესი დასრულდეს.

ირანის ელჩმა ამ ორგანიზაციაში აღნიშნა, რომ თეირანი აპირებს ნავთობწარმოება გაზარდოს იმ დონემდე, რომელიც ირანს ჰქონდა საერთაშორისო ეკონომიკურ სანქციებამდე.

საუდის არაბეთის ნავთობ პროდუქტების მინისტრი ალი ალ ნაიმი აცხადებს, რომ წარმოების იანვრის დონე ადექვატურია, თუმცა დოჰაში მიღწეული შეთანხმება ეფექტური მხოლოდ სხვა მსხვილი მწარმოებლების თანამშრომლობით გახდება.

წარსულში, ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე, რიადი ეწინააღმდეგებოდა წარმოების შემცირებას იმ იმედით, რომ სხვა მსხვილი მწარმოებლები ბაზარს დატოვებდნენ.

XS
SM
MD
LG