ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში საპარლამენტო არჩევნები ტარდება


ირანში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, ეს დასავლეთთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების შემდეგ ქვეყნის პირველი არჩევნებია.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ირანის 55-მა მილიონმა გაიარა. ირანელებმა პარლამენტის 290 წევრი და ექსპერტთა ასამბლეა უნდა აირჩიონ, რომელიც 88 წევრისგან შედგება.

არჩევნების შედეგებით, ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტ ჰასან რუჰანის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის კარგი საზომი იქნება. რუჰანის ვადა მომავალ წელს ეწურება.

XS
SM
MD
LG