ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა: "ირანთან პირდაპირმა ჩართულობამ შედეგი მოიტანა"


აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს გაკეთებული განცხადებისას "ამერიკის ძლიერი დიპლომატიური სვლა" ქებით მოიხსენია ირანთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისთვის, მათ შორის იმ ცნობის გამო, რომ თეირანმა საგრძნობლად შეასუსტა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა, გაათავისუფლა ამერიკელი პატიმრები და დაარეგულირა 3 ათწლეულის განმავლობაში არსებული ფინანსური პრობლემა.

ბარაკ ობამამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მან მიიღო საბოლოო დასტური იმასთან დაკავშირებით, რომ ირანის მიერ გათავისუფლებულმა ხუთმა ამერიკელმა დატოვა ირანის ტერიტორია. "კარგი დღეა"-თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ირანთან პირდაპირი ჩართულობის დიპლომატიამ შედეგი გამოიღო.

შაბათს, მას შემდეგ რაც გაეროს ბირთვულმა სააგენტომ დაადასტურა, რომ თეირანმა ვალდებულებები შეასრულა და ბირთვული პროგრამა შეწყვიტა, აშშ-მ და მსოფლიოს ხუთმა ქვეყანამ ირანს სანქციები მოუხსნა.

სანქციების გაუქმებით ირანს 50-დან 100 მილიარდ დოლარზე გაეზრდება ხელმისაწვდომობა, აცხადებენ ამერიკის ადმინისტრაციის მაღალი რანგის პირები.

აშშ-ის განცხადებით, ირანმა, ურანის გასამდიდრებელი ცენტრიფუგების ორი მესამედი გაანეიტრალა, გამდიდრებული ურანის რეზერვების 98 პროცენტი ქვეყნიდან გაიტანა და უპრეცედენტო ინსპექციებს დაუშვებს საკუთარ ბირთვულ პროგრამაზე. იმ შემთხვევაში, თუ თეირანი მალულად შეეცდება ბირთვული ბომბის შექმნას, "ჩვენ ამას აღმოვაჩენთ",-განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. "რეგიონი, აშშ და მსოფლიო მეტად უსაფრთხო გახდება"-თქვა მან.

XS
SM
MD
LG