ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელში საემიგრაციო კრიზისზე მსჯელობა განახლდა


დღეს ბრიუსელში ევროპის კავშირის სახელმწიფოების მინისტრები შეიკრიბნენ, რომლებიც საემიგრაციო კრიზისზე მსჯელობენ. ევროპის ქვეყნებში სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტების მასობრივმა შედინებამ რესურსების პრობლემა ბლოკის ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ ქვეყნებსაც კი შეუქმნა.

შეხვედრაში თურქეთის, სერბეთის და მაკედონიის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებიც მონაწილეობენ. ეს სახელმწიფოები კრიზისის წინა ხაზზე იმყოფებიან, ვინაიდან მათი დასავლეთი საზღვრები ევროპის კავშირის ქვეყნების აღმოსავლეთ საზღვრებს ემიჯნება.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის განსაკუთრებით რთული ვითარებაა საბერძნეთში, რომელიც რამდენიმე წელია ისედაც ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ევროპის კავშირის შეთანხმებებზე აღარ წავა, თუკი დევნილებით დაკისრებული ტვირთის ნაწილს დანარჩენი ქვეყნებიც თანაბრად არ გადაინაწილებენ.

XS
SM
MD
LG