ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირს დიდი ბრიტანეთის შენარჩუნება სურს


ანგელა მერკელი თვლის, რომ ევროპის კავშირში დარჩენა დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებში შედის. გერმანიის კანცლერმა ამასთან დაკავშირებით განცხადება ოთხშაბათს გააკეთა. დღეს და ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე ბრიტანულ შეთავაზებებს განიხილავენ, რათა 28 ქვეყნის კავშირში დიდი ბრიტანეთის დარჩენის უზრუნველყოფაზე შეთანხმების მიღწევა მოხდეს.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის მიერ გაკეთებულ შეთავაზებებს შორის, რომლებიც ევროკავშირის რეფორმირებას ითვალისწინებს, ბევრი “სამართლიანი და აუცილებელია”. ანგელა მერკელის განმარტებით, “კამერონის მოთხოვნები ძალიან შორსაა იმისგან, რომ ისინი მხოლოდ დიდი ბრიტანეთისთვის არის განკუთვნილი. უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად საპირისპიროდაც ხდება. ბევრი მათ შორის ის საკითხია, რომელიც სამართლიანი და აუცილებელია”.

XS
SM
MD
LG