ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი დევნილების ევროპაში გაყრით იმუქრება


თურქეთის პრეზიდენტმა მუქარა სირიიდან დევნილებთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა. რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ორნახევარ მილიონ სირიელ მიგრანტს, რომელსაც ის იფარებს, ევროკავშირის საზღვრებისკენ გაუშვებს.

ანკარაში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან დაადასტურა გასული წლის ნოემბერში ბერძნულ ვებგვერდზე გაჟონილი ინფორმაცია ევროპის კავშირის პრეზიდენტთან საუბრის შესახებ. ჟან-კლოდ იუნკერს ერდოღანმა უთხრა, რომ თუკი თურქეთს ევროკავშირი საკმარის დახმარებას არ მიაწვდის, ის ვერ შეძლებს მილიონობით დევნილის მხარდაჭერას და იძულებული გახდება ისინი ევროპის მიმართულებით გაუშვას. ამ ნაბიჯს თურქეთის პრეზიდენტი თურქი მოსახლეობის და ასევე დევნილთა უფლებების დაცვის აუცილებლობით ხსნის.

XS
SM
MD
LG