ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაკარგული ბოინგის შავი ყუთების ძებნა გრძელდება


ინდოეთის ოკეანეში სამძებრო ოპერაციაში მონაწილე გემებმა წყალქვეშა სიგნალები დააფიქსირეს, რომლებსაც, სავარაუდოდ, დაკარგული მალაიზიური თვითმფრინავის შავი ყუთები გამოსცემს.

ავსტრალიის სამძებრო ოპერაციის ხელმძღვანელი ანგუს ჰიუსტონი აცხადებს, რომ სიგნალი ამერიკულმა სამაშველო გემმა დააფიქსირა:

„გუშინ დაფიქსირებული სიგნალი დაგვეხმარება ოკეანის ფსკერზე საძიებო ტერიტორიის უკეთესად განსაზღვრაში. ჩემი აზრით, სამძებრო ოპერაციას სწორ ადგილზე ვაწარმოებთ, თუმცა ჯერ ისევ გვჭირდება თვითმფრინავის ნარჩენების ვიზუალურად დანახვა, ვიდრე საბოლოოდ დავადასტურებთ, თუ სად ჩამოვარდა მალაიზიის ავიახაზების რეისი 370. “

მისივე თქმით, ვიდრე ოკეანის ფსკერზე რობოტები გაიგზავნება, აუცილებელია შავი ყუთების მიერ წარმოქმნილი დამატებითი სიგნალების დაფიქსირება.

სამძებრო ოპერაციებს შავი ყუთების აღმოსაჩენად დრო ეწურება, რადგან ყუთებს ელემენტები, რომლებიც ელექტრო სიგნალების წარმოსაქმნელადაა საჭირო, 30 დღეში უჯდება. მალაიზიური თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 239 ადამიანი იმყოფებოდა, 8 მარტს გაუჩინარდა.
XS
SM
MD
LG