ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში რუსეთის მომხრეების დემონსტრაციები გრძელდება


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუს მომიტინგეებთან დაპირისპირება 48 საათის განმავლობაში უნდა დასრულდეს მოლაპარაკების ან ძალის გამოყენების მეშვეობით.

არსენ ავაკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „პოლიტიკური გადაწყვეტილების მონახვა“ ჯერ ისევ შესაძლებელია. მან დასძინა, რომ დემონსტრანტები, რომლებსაც კონფლიქტი სურთ, უკრაინის მთავრობისგან მკაცრ პასუხს მიიღებენ.

პრო-რუსულმა ჯგუფებმა აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე სამთავრობო შენობა აიღეს და რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ რუსეთთან შეერთების მიზნით.

უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება და დაკავებულია 60-მდე მომიტინგე. დონეცკის რეგიონში რუსეთის მომხრე ჯგუფები კვლავ ინარჩუნებენ კონტროლს რამდენიმე სამთავრობო შენობაზე, რომლებშიც კვირას შეიჭრნენ.
XS
SM
MD
LG