ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი: რუსეთის მოქმედება უკანონო და არალეგიტიმურია


8 აპრილი, 2014
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონი იმ მოლაპარაკებების საგანი უნდა იყოს, რომელიც ქვეყნის მომავალს ეხება.

მან სამშაბათს, მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთს, ამ ძირითადად რუსულენოვანი რეგიონების საკითხის მრავალმხრიან მოლაპარაკებებში ჩართვა სურს.

„ნატო“-ს ხელმძღვანელმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა პარიზში გაფრთხილება გამოთქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შემდგომი ინტერვენცია „ისტორიული შეცდომა“ იქნება, რამაც შესაძლოა მსოფლიოსგან რუსეთის დამატებითი იზოლაცია გამოიწვიოს.

სამშაბათსვე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინას მოუწოდა სამხრეთ-აღმოსავლეთში შეაჩეროს, როგორც თვითონ უწოდა, სამხედრო მზადება, რომელმაც შეიძლება სამოქალაქო ომი გამოიწვიოს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაქოვმა განაცხადა, რომ
70 დემონსტრანტი იქნა დაკავებული იმ ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ხარკოვში, პრო-რუსი დემონსტრანტების მიერ დაკავებული სამთავრობო შენობების გასათავისუფლებლად ჩატარდა.

კვირას, პრო-რუსი დემონსტრანტები ხარკოვში, დონეცკში და ლუგანსკში შენობებში შეიჭრნენ და მოითხოვენ უკრაინიდან გამოსაყოფად ისეთივე რეფერენდუმის ჩატარებას, როგორიც გასულ თვეს ყირიმში ჩა
XS
SM
MD
LG