ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არსენი იაცენიუკმა რუსეთი სეპარატიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა


Kanada - Kubalı idmançı Rut Kastillo Pan American oyunlarında
Kanada - Kubalı idmançı Rut Kastillo Pan American oyunlarında
უკრაინის პრემიერ მინისტრმა რუსეთს ბრალად დასდო სეპარატიზმის მომხრე დემონსტრანტების მხარდაჭერა და კვირას, აღმოსავლეთ უკრაინის სამ ქალაქში სამთავრობო შენობების დაკავება.

არსენი იაცენიუკმა დღეს, კაბინეტის წევრებს განუცხდა, რომ დონეცკში, ლუგანსკსა და ხარკოვში მიმდინარე არეულობის უკან რუსეთი დგას. მან განაცხადა, რომ ნათელია, რომ დემონსტრანტები სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გეგმის ნაწილს შეადგენენ, რაც "უცხო ძალებს" და სამხედროებს საზღვრის გადაკვეთის, და უკრაინის ტერიტორიის დაკავების საშუალებას აძლევს.

იაცენიუკმა თქვა, რომ რუსული ჯარები უკრაინის საზღვრებიდან ოცდაათი კილომეტრის დაშორებით არიან გაჩერებული. "როიტერის" საინფორმაციო სააგენტო კი იტყობინება, რომ პრეზიდენტმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა ასევე რუსეთი დაადანაშაულა აღმოსავლეთის ქალაქებში „ყირიმის სცენარის“ გათამაშებისათვის. მან პირობა დადო, რომ ანტი ტერორისტული ზომები გატარდება.
XS
SM
MD
LG