ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათენის მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განიხილეს


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი ამბობს, რომ ევროპამ უნდა გააგრძელოს „ძლიერი და ერთიანი“ რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.

ჰეიგმა ეს განცხადება პარასკევს, ათენში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა. მინისტერიალი, სავარაუდოდ, რუსეთის წინააღმდე სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს.
მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ჯარების უკრაინის საზღვრიდან დემობილიზაცია, მხოლოდ მოჩვენებითი ნაბიჯი იყო და რუსეთის ჯარები კვლავ წარმოადგენს საფრთხეს.

ამ ფონზე, ხუთშაბათს, უკრაინის ახალმა მთავრობამ, რუსეთის აგენტები და ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი კიევში 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში დაადანაშაულა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი განაცხადა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ თავად აქციების მონაწილეებმა გახსნეს ცეცხლი და შემდეგ ეს პრეზიდენტ იანუკოვიჩს დააბრალეს.
XS
SM
MD
LG