ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო არჩევნები ირანში


ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში 6 კანდიდატი დარჩა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატები ბევრი რამით გვანან ერთმანეთს. ყველანი მამაკაცები და დღევანდელი პრეზიდენტისგან განსხვავებით ტექნოკრატები არიან, მათ მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებთ ქვეყნის სულიერ ლიდერთან.
ანალიტიკოსების აზრით, არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი საიდ ჯალილის აქვს, რომელმაც დასავლეთთან მიმდინარე ბირთვულ მოლაპარაკებებში უკომპრომისო პოლიტიკოსის სახელი დაიმკვიდრა.
ხალხმრავალ მიტინგზე გამოსვლისას საიდ ჯალილიმ ასე განაცხადა:“ ჩვენ ისლამის გავლენის გავრცელება მთელ მსოფლიოზე გვინდა, რათა იმპერიალისტების ჰეგემონიას ვებრძოლოთ.“
საიდ ჯალილის ირანში ზომიერ პოლიტიკოსად მიიჩნევენ დანარჩენ კონსერვატორ კანდიდატებს შორის. რეფორმატორი მოჰამედ რეზა არეფი იძულებული გახდა შეეწყვიტა საპრეზიდენტო კამპანია მწვავე დებატების გამო, როდესაც მან უარი თქვა შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი გაეცა.
არეფი ირანის ყოფილი პრეზიდენტის, რეფორმატორი მოჰამედ ხატამის მოკავშირეა. ამჟამად ისინი ჰასან როვჰანის კანდიდატურას უჭერენ მხარს, რომლიც წარსულში დასავლეთთან მიმდინარე ბირთვულ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა.
როგორც ამერიკელი დიპლომატი დენის როსი ამბობს:“ სრულიად აშკარაა, რომ სულიერ ლიდერს იმგვარი პრეზიდენტის ხილვა სურს, რომელიც მას ვერ გაუწევს კონკურენციას და უბრალოდ მისი პოლიტიკის გამტარებელი იქნება.“
მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში ეს დიდი კონტრასტი იქნება პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადთან შედარებით, რომელიც ხშირად არ ითვალისწინებდა აიათოლა ალი ხამენეის ავტორიტეტს და თავისი ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზია საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიას აშუქებს, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის პირობებში მოსახლეობის გულის მოგებას ცდილობენ. ერთ-ერთმა კანდიდატმა მოჰსენ რეზაეიმ ასე მიმართა ხალხს:“ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ გადსახადები გაგიზარდონ და ბიზნესმენებს მუშაობის საშუალება წაგართვან.“
ახლანდელი არჩევნები სრულიად განსხვავდება 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან, როდესაც რეფორმისტი კანდიდატის მირ ჰუსეინ მუსავის მომხრეები სტადიონებს ავსებდნენ და აქტიური პოზიციით გამოირჩეოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მუსავი შინაპატიმრობაში იმყოფება.
როგორც ამერიკელი ანალიტიკოსი დენის როსი მიიჩნევს:“ ჩემი აზრით ხამენეის არ აწყობს პოლიტიკური აქტიურობის წახალისება, მას ინტერესების შეჯახების თავიდან აცილება სურს.“
ირანში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე არჩევნებში მონაწილე ერთფეროვანი კანდიდატები ირანელ ხალხს დიდი არჩევანის საშუალებას არ აძლევს.
XS
SM
MD
LG