ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონმა ისრაელში ვიზიტი დაასრულა


Israel's President Shimon Peres (L) stands with U.S. Secretary of State Hillary Clinton before their meeting in Jerusalem July 16, 2012
Israel's President Shimon Peres (L) stands with U.S. Secretary of State Hillary Clinton before their meeting in Jerusalem July 16, 2012
„ჩვენ ყველას, პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარება გვირჩევნია და ირანის ხელისუფლებას სწორი გადაწყვეტილების მიღების დრო ჯერ კიდევ აქვს. არჩევანი მათზეა“- აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ისრაელში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანში ბირთვული პროგრამების განვითარება გახლდათ. ისრაელი შიშობს, რომ დასავლეთთან მოლაპარაკებით ირანი დროს აჭიანურებს და ამასობაში ატომურ იარაღს ქმნის. ეს ყოველივე კი ისრაელის უსაფრთხოებას და ზოგადად მის არსებობას პრობლემას უქმნის.

კლინტონი ქვეყნის პრემიერ მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს გარდა, პალესტინის პრემიერს -სალამ ფაიადსაც- შეხვდა და მასთან ისრაელს და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების თაობაზე ისაუბრა. ისრაელში ვიზიტით ჰილარი კლინტონი ორკვირიან ტურს ასრულებს, რომლის განმავლობაში მან ევროპის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის 9 ქვეყანა მოინახულა.
XS
SM
MD
LG