ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე


70 წლის ასაკში გარდაიცვალა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, ნაიფ ბინ აბდულ-აზიზ ალ-საუდი. სახელმწიფო საინფორმაციო წყაროების მიხედვით ის უცხოეთში იმყოფებოდა. კონსერვატიულად განწყობილი ნაიფ ალ-საუდი შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, როდესაც გასულ წელს მეფე აბდულამ ის ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა.

უფლისწული ევროპაში მკურნალობის კურსს იტარებდა. არც ჯანმრთელობის პრობლემების და არც გარდაცვალების სხვა დეტალები მედიაში არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სამეფო ოჯახის გადაწყვეტილებით დაკრძალვის ცერემონიალი ხვალ გაიმართება.
XS
SM
MD
LG