ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთი ალყაიდას ებრძვის


საუდის არაბეთი ალყაიდას ებრძვის

საუდის არაბეთი აცხადებს,რომ უკანასკნელი რვა თვის მანძილზე ალ ყაიდასთან კავშირში ბრალდების გამო ქვეყანაში სულ 149 პირია დაკავებული.

დღეს, საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსვლისას აღნიშნა,რომ ზემოხსენებული მეამბოხეები მთავრობასა და ჟურნალისტებზე თავდასხმებს გეგმავდნენ. მისივე განცხადებით, დაკავებულები სხვადასხვა ეროვნების ადამიანები არიან და ალ ყაიდას დაჯგუფების 19 ფილიალთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი.

სააგენტო როიტერის ცნობით, საუდის არაბეთის ოფიციალურმა წარმოამადგნლებმა ალ ყაიდას დაჯგუფების ფონდიდან ექვსასი ათასი დოლარის თანხის კონფისკაცია მოახდინეს. აღსანიშნავია,რომ სამხედრო დაჯგუფება ალ ყაიდა საკუთარი იდეოლოგიის გავრცელებასა და თანხების შეგროვებას მუსლიმთა დღესასწაულის ჰაჯის დროს აწარმოებდა.

XS
SM
MD
LG