ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს განცხადებას, რომელიც შეერთებულ შტატებს და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომის შედეგებს აჯამებს.

2012 წლის 5 ივნისს ბათუმში სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის რიგით მე-3 ყოველწლიური პლენარული სესია გახსნეს. ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხთა განხილვის მიზნით მუშაობას 4 სამუშაო ჯგუფი ახორციელებს, რომელთაც ამერიკის და საქართველოს მთავრობების მაღალი დონის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. ესენია: თავდაცვის და უსაფრთხოების; დემოკრატიის და მმართველობის; ეკონომიკის, ენერგეტიკის და ვაჭრობის; და ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფები.

აღნიშნულ საკითხთა ფართო სპექტრში მიღწეული წარმატებების ხაზგასმასთან ერთად, პლენარულ შეხვედრებზე სამომავლო გეგმების მნიშვნელობაზე და მათი დანერგვის გზებზეც ისაუბრეს. სტრატეგიული პარტნიორობის კომისია ამერიკას და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზების, პრიორიტეტების დასახვის და კავშირების გაღრმავების უმთავრეს მექანიზმად რჩება.
XS
SM
MD
LG