ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არის თუ არა სამოქალაქო ომი სირიაში?


გაეროს სამშვიდობო ძალების უფროსის ჰერვი ლადსოუს მიერ რეპორტიორებთან გაკეთებული განცხადება ფართომაშტაბიანი განხილვის საგნად იქცა.

ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა სირიაში სამოქალაქო ომი, ბატონი ლადსოუს დადებითი პასუხი მოჰყვა. სულ ცოტა ხნის წინ ანალოგიური განაცხადა საგანგებო დესპანმა სირიაში კოფი ანანმაც:

“ძალადობის შრეები რომ შევადაროთ და ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა გავითვალისწინოთ, იტყვით, რომ სამოქალაქო ომის ტალღებში ვიძირებით; ახლა მთელი ძალისხმევა იქითკენაა მიმართული რომ ეს ომი მეზობელ ქვეყნებზე არ გადავიდეს.”

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სირიის კონფლიქტს “სამოქალაქო ომის გარშემო ტრიალი” უწოდა, მაშინ როცა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგივე დასძინა: “სირიის კონფლიქტი სხვა არაფერია თუ არა სამოქალაქო ომი.”

საინტერესოა, როგორ შეუძლია მსოფლიოს სირიის 15 თვიანი სამოქალაქო ომის შეჩერება? ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის ცენტრის პროფესორი გერი სოლისი ჟენევის კონვენციის მესამე მუხლზე მსჯელობს:

“კონვენციის მესამე მუხლი, თავდაცვის ძირითად მექანიზმებს გვთავაზობს მათთვის, ვინც ბრძოლის გარეთ იმყოფება, მაგალითად ჯარისკაცები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ, ან ალყაში მოექცნენ, ანდა კიდევ დაჭრეს. აქვე გასათვალისწინებელია მშვიდობიანი მოსახლეობა. სამოქალაქო ომის დროს ამ მუხლს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ”

თუმცა, ბატონი სოლისი პრობლემად შემდეგს მიიჩნევს:

“არ არსებობს ისეთი ერთიანი მძლავრი ორგანო, მათ შორის არც გაერო, რომელიც სირიის კონფლიქტს მთელი პასუხისმგებლობით სამაქალაქო ომად განსაზღვრავს. ”

ამიტომ პროფესორი იქვე დასძენს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, გაეროსა და საერთაშორისო წითელი ჯვრის მეშვეობით, სირიის კონფლიქტი სამოქალაქო ომის ნაწილად უნდა ჩათვალოს.

სირიაში ძალადობის აღმოსაფხვრელად, აზრთა სხვადასხვაობაა გაეროს უსაფრთხოების საბჭოშიც. რუსეთი და ჩინეთი სირიაში საერთაშორისო სანქციებისა და სამხედრო ჩარევის წინააღმდეგები არიან. თუმცა საბჭო ერთსულოვნად უჭერს მხარს კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის განხორციელებას. საბჭომ ასევე ერთხმად განაცხადა თანხმობა კონფლიქტის მონიტორინგისათვის, სირიაში, გაეროს 300 დამკვირვებლის გაგზავნის თაობაზე.

აღსანიშნავია ის რომ, საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტი, შეიარაღებული კონფლიქტი მიმოხილვისას ტერმინს “სამოქალაქო ომი” არ იყენებს. კომიტეტი მხოლოდ იურიდიულ ტერმინოლოგიას - ხმარობს -“არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი.”

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრესპიკერი ჰიშმან ჰასანი აღნიშნავს, რომ კომიტეტი კონფლიქტს ორი კრიტერიუმით აფასებს; პირველი - არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი და მეორე - შეიარაღებული ჯგუფებისაგნ შემდგარი ორგანიზაციის ინტენსიური ბრძოლები.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ორივე მხარეს, როგორც სირიის ხელისუფლებას ასევე, ოპოზოციურ ძალებს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით გათვალიწინებული ვალდებულებების შესრულებისაკენ მოუწოდებს.

გაეროს ანგარიშის თანახმად, სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 9000 სირიელია დაღუპული. სწორედ ამიტომ, შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნების მთავრობები, სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს, კონფლიქტის შეწყვეტასა და ხელისუფლებიდან წასვლას გამუდმებით სთხოვს.
XS
SM
MD
LG