ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და ბანგლადეში თანამშრომლობაზე თანხმდებიან


ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობის სურვილი გამოხატა. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით ბანგლადეშში ვიზიტის განმავლობაში ჯონ კერიმ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა.

კერის თქმით, ორი ქვეყანა შეთანხმდა „დამატებითი ნაბიჯების გადადგმაზე, რათა დაზვერვის და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების ერთობლივი მუშაობით ამ საქმეში დაწინაურება მოხდეს“. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ერაყში და სირიაში მოქმედ ექსტრემისტებს წარმომადგენლები ბანგლადეშის ძალებშიც ჰყავთ, რაც პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, ბანგლადეშის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

დღეს ჯონ კერი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობაში ოპიზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ შორის იყო ბანგლადეშის ეროვნული პარტიის ლიდერი ხალიდა ზია.

XS
SM
MD
LG