ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი რუს კოლეგასთან შეხვედრამდე სირიის საკითხზე საუდის პრინცს ესაუბრა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს ჯედაში საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად, სირიაში ამერიკის სამხედრო ოპერაციებზეც ესაუბრა.

კერი ბაჰრეინის და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს დიპლომატებსაც შეხვდა და სირიის სამხედრო ოპერაციის თაობაზე რუსეთთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კერის სურს, პარასკევს, ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე, სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებს შორის სირიაში მოქმედების გეგმისადმი მხარდაჭერა განამტკიცოს.

XS
SM
MD
LG