ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე შეხვდნენ. ჯონ კერი და სერგეი ლავროვი სირიაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების მშვიდობიანი გზით დასრულების გზებზე მსჯელობენ. უმაღლეს დიპლომატებს შორის აქამდე გამართულმა ვერცერთმა მოლაპარაკებამ სირიაში კონფლიქტის დასრულება ჯერ ვერ მოახერხა.

ჯონ კერი ჟენევაში საუდის არაბეთიდან ჩავიდა. ხუთშაბათს სახელმწიფო მდივანი საუდის არაბეთის უფლისწულს მოჰამედ ბინ-სალმანს სირიაში შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციების თაობაზე ესაუბრა. შეხვედრას ბაჰრეინის დიპლომატებთან ერთად აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ.

XS
SM
MD
LG