ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი ნიგერიასა და კენიას სტუმრობს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აფრიკაში ვიზიტის ფარგლებში ნიგერიასა და კენიას სტუმრობს. ვიზიტის მთავარი თემები რეგიონული უსაფრთხოება და ტერორიზმთან ბრძოლაა. კერიმ ასევე განაცხადა, რომ კენიის არჩევნების მხარდასაჭერად შეერთებული შტატები ფინანსურ დახმარებას გამოჰყოფს.

ნიგერიაში საუბრის ერთ-ერთი თემა დაჯგუფება ბოკო ჰარამი და მასთან ბრძოლის სტრატეგია იქნება. ქვეყნის პრეზიდენტთან და სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრებზე კერი ყურადღებას ანტი-ტერორისტულ ძალისხმევაზე და რელიგიური შემწყნარებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილებს.

ტურნეს ფარგლებში კერი უკვე იმყოფებოდა ნაირობიში, სადაც რეგიონის ლიდერებს შეხვდა და სამხრეთ სუდანში ძალადობის შეჩერებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ საკვების, სასმელი წყლის და პირველადი სამედიცინო საშუალებებისთვის შეერთებული შტატები 138 მილიონ დოლარს გამოყოფს.

XS
SM
MD
LG