ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი სამხრეთ სუდანში მშვიდობის აუცილებლობაზე საუბრობს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კენიის დედაქალაქში იმყოფება. ნაირობი აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მასპინძლობს. მოლაპარაკება სამხრეთ სუდანში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მიმდინარეობს, რათა მსოფლიოს უახლესი სახელმწიფო კვლავ სამოქალაქო ომის მდგომარეობას არ დაუბრუნდეს.

დღეს ათი სახელმწიფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან დაგეგმილ მოლაპარაკებამდე ჯონ კერი კენიის პრეზიდენტ უჰური კენიატას შეხვდა. „სამხრეთ სუდანის ხალხი ძალიან დიდ ხანს იტანჯებოდა“ - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისი თქმით, „ხანგრძლივი დესტაბილიზაცია მილიონამდე დევნილის და ჰუმანიტარული კრიზისის წყარო გახდა, რაც საერთაშორისო საზოგადოების შესაძლებლობების ზღვარსაც კი სცდება“.

კვირის განმავლობაში ჯონ კერი ნიგერიასაც ეწვევა, სადაც 2009 წლის შემდეგ დაჯგუფება ბოკო ჰარამის ტერორისტების მოქმედების გამო 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შემდეგ სახელმწიფო მდივანი საუდის არაბეთში ჩადის.

XS
SM
MD
LG