"ის სიკვდილის პირასაა. ტოქსინები მის ორგანიზმს ისევ ჭამს, ამიტომ საჭიროა მისი გადაყვანა ისეთ დაწესებულებაში, სადაც იციან როგორ აწარმოონ დეტოქსიკაცია",- ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, მიხეილ სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ანალიზის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს;
რუსეთი აქტიურად ბომბავს უკრაინისთვის მნიშვნელოვან ენერგო ინფრასტრუქტურას. კიევისთვის ეს ფრონტის ახალი ხაზია. მოქალაქეების დიდი ნაწილი შუქის, გაზის, გათბობის და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. როგორია უკრაინის ენერგო გასაჭირიდა დასავლეთის დახმარების გზები
„ნატო შეეცდება შეამსუბუქოს ომის გავლენა საქართველოზე, ბოსნიასა და მოლდოვაზე და ამ ქვეყნებს მაქსიმალურად დაეხმაროს“ - ესაა მთავარი გზავნილი, რაც ბუქარესტში ნატოს სამიტზე საქართველოს შესახებ მოვისმინეთ. 14 წლის შემდეგ ბუქარესტში გაიმეორეს, რომ საქართველოსთვის მიცემული პირობა ძალაშია.
ხერსონი გათავისუფლებულია. უკრაინელი სამხედროების ამ წარმატებას ზეიმობენ უკრაიანასა და დასავლეთში, თუმცა სასიხარულო ამბავთან ერთად, ომი გრძელდება და უკრაინას გამოწვევებიც ბევრი აქვს. ხერსონში, ისევე როგორც უკრაინის ზოგიერთ სხვა ქალაქში მოსახლეობას არ აქვს გათბობა, ელექტროენერგია და სასმელი წყალი.
საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ორი მეზობლის - აზერბაიჯანისა და სომხეთის დაახლოებაში - ამბობს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კლაარი იმ გავლენაზეც საუბრობს, რაც ყარაბაღის კონფლიქტს საქართველოზე აქვს.
რუსეთისთვის ირანის მიერ კამიკაძე დრონების გადაცემას „შემაშფოთებელს“ და „საშიშს“ უწოდებენ ვაშინგტონში. სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ ერთის მხრივ ეს რუსეთის სისუსტის გამოხატულებაა, რადგან იარაღი უთავდება და მისი მოპოვების გზებს ეძებს, თუმცა მეორეს მხრივ ეს კრიტიკულად საშიში განვითარებაა უკრაინისთვის.
რუსეთმა ირანისგან დამატებითი "კამიკაძე" დრონები იყიდა, რომლებიც უკრაინის სამხედრო სამიზნეებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დიდ ზიანს აყენებს. რას მოითხოვს ირანი რუსეთისგან დრონების სანაცვლოდ? შეუძლია თუ არა დემოკრატიულ სამყაროს უკრაინის წინააღმდეგ გაერთიანებული რუსეთ-ირანის ალიანსის შეჩერება?
„გარშემო ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა და საქართველო ასეთ დეზინფორმაციას ხელს არ უნდა უწყობდეს. ეს არავის ინტერესში არ შედის“,- ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ბონი ჯენკინსი საქართველოში არსებულ ანტი-დასავლურ კამპანიაზე.
ბონი ჯენკინსი "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში თბილისში გასული კვირის ვიზიტს აფასებს. ის ასევე საუბრობს იმაზე, თუ რას ფიქრობს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივად შესვლაზე; რამდენად რეალურად მიაჩნია ბირთვული ომის საფრთხე და როგორი იქნება ამ შემთხვევაში ამერიკის პასუხი;
ირინა ციქურიშვილი ქართველი მსახიობი და ქორეოგრაფია. მან 20 წლის წინ, ქმართან, პაატა ციქურიშვილთან ერთად თეატრი "სინეტიკი" დაარსა და დიდი ხნის ოცნება აიხდინა. ირინა პრესტიჟული თეატრალური ჯილდოს "ჰელენ ჰეისის" 14-გზის მფლობელია.
"სინეტიკ თეატრი", თეატრალური სამყაროს მოყვარულების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. მასზე ხშირად წერენ ცნობილი ამერიკული გამოცემები. ქართველების დაფუძნებულმა თეატრმა ახალი სეზონი, „სტუმარ-მასპინძლით“ დაიწყო. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მიხედვით შექმნილ ამ სპექტაკლს 20-წლიანი, გამორჩეული ისტორია აქვს.
გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკებს ხედავს და მოუწოდებს ქვეყნის მთავრობას, ფრთხილად იმოქმედოს. ის საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც საუბრობს და იმედოვნებს, რომ საქართველო მალე გახდება ევროპული ოჯახის წევრი.
მეტის ჩატვირთვა