ზიმბაბვეს მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა

დღეს გამოქვეყნებული, ოფიციალური წინასწარი შედეგების თანახმად, ზიმბაბვეს მმართველმა „ზანუ-პი ეფ“ პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.

ზიმბაბვეს საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული ციფრები აჩვენებს, რომ „ზანუს“ პარტიამ 210 ადგილიან პარლამენტში 109 ადგილი მოიპოვა. მთავარმა ოპოზიციურმა „მოძრაობამ დემოკრატიული ცვლილებებისთვის“, 41 ადგილი მიიღო.

დანარჩენი ადგილების თაობაზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.