ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების მეთაური დაითხოვა

უყკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა, საჯარო ახსნა-განმარტების გარეშე, მაღალი რანგის სამხედრო მეთაური დაითხოვა.

გაერთიანებული ძალების მეთაურის ედუარდ მოსკალიოვის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ზელენსკიმ კვირას, ერთსტრიქონიანი განკარგულებით გამოაცხადა.

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინის ომის წლისთავი: რატომ დაშორდა თბილისი კიევს და მოკავშირეებს?

მანამდე, პარასკევს გაკეთებულ ყოველდღიურ მიმართვაში, ზელენსკიმ მოსკალიოვი იმ სამხედრო მეტაურებს შორის მოიხსენია, რომლებსაც დონბასში მიმდინარე ბრძოლებზე ესაუბრა. მოსკალიოვი პოსტს 2022 წლის მარტიდან იკავებდა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ხელმეორედ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

მეთაურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა არც გაერთიანებული ძალების სოციალური მედიის გვერდებზე, „ტვიტერსა“ და „ფეისბუქზე“.

ასევე ნახეთ: ომის წლისთავზე ზელენსკი ცრემლების შეკავებას ცდილობდა

ბოლო კვირების განმავლობაში, ქვეყნის აღმოსავლეთში, რუსულ საოკუპაციო ძალებთან მიმდინარე ბრძოლებს ზელენსკი „რთულს“ და მტკივნეულს“ უწოდებდა. კვირას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა, ბახმუტში რამდენიმე წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა.