ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტს ნარკოდილერების მფარველობა ბრალდება

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი ტარეკ ზაიდან ელ-აისამი მადა

შეერთებული შტატების მიერ ნარკოტიკების საერთაშორისო გადამზიდავების და მათი ორგანიზაციების წევრთა მიმართ საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ სანქციებში, ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტიც მოხვდა. ტარეკ ზაიდან ელ-აისამი მადა სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში ნარკოტიკების გადაზიდვების მფარველლობაში და ფულის გათეთრების ოპერაციებშია ეჭვმიტანილი.

ის ვიცე-პრეზიდენტად გასულ თვეში დაინიშნა. მანამდე, 2008-12 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობდა, ბოლო ხუთი წლის მანძილზე კი არაგუას შტატის გუბერნატორად მსახურობდა.