ვაშინგტონში დღეს დიდთოვლობას ელიან

ამ დროისათვის სამშაბათისთვის დანიშნული 2 ათასზე მეტი ფრენა გაუქმდა, მათ შორის - 300 რეიგანის საერთაშორისო აეროპორტში
შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთში ზამთრის მორიგი შტორმისთვის ემზადებიან. ქვეყნის დედაქალაქში ფედერალური სამსახურების უმეტესი ნაწილი დახურულია. მუშაობას მხოლოდ უზენაესი სასამართლო და საგანგებო სამსახურები გაააგრძელებენ.

ამ დროისათვის სამშაბათისთვის დანიშნული 2 ათასზე მეტი ფრენა გაუქმდა, მათ შორის - 300 რეიგანის საერთაშორისო აეროპორტში. ვაშინგტონში მუზეუმების უმეტესი ნაწილი დაიხურა, დაიკეტა დედაქალაქის ზოოპარკიც. სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეს ვაშინგტონში და მის გარეუბნებში ბოლო სამი წლის მანძილზე ყველაზე დიდი რაოდენობით თოვლი მოვა.