აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებზე - "ყოჩაღ მათ"

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

"მივესალმებით მიმდინარე კვირაში საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას და ოფიციალური პირების დაპირებებს საერთაშორისო დონეზე რეკომენდებული საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, მათი მიღებით და აღსრულებით. ყოჩაღ მათ," - თქვა მაიკ პომპეომ.

Your browser doesn’t support HTML5

მაიკ პომპეოს განცხადება

ბოლო თვეების განმავლობაში ეს პირველი განცხადებაა, რომელიც პომპეომ პირარდად გააკეთა საქართველოს შესახებ, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმესნით მიღების შემდეგ, ორშაბათს განცხადება გაავრცელა.

მასში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც ქვეყანაში უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას შემოიღებს.

ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებები ასევე გააკეთეს შეერთებული შტატების საელჩომ და ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.

ასევე ნახეთ: აშშ-ის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება

ორშაბათს მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 117 ხმით მიიღო. კენჭისყრას არ ესწრებოდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი, ისინი ვინც ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.

ასევე ნახეთ: ექსპერტები: საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შედეგად ყველაზე დიდი გამარჯვებული ქართველი ხალხია

შემოდგომაზე არჩევნები 120/30 სისტემით გაიმართება. 30 დეპუტატი მაჟორიტარი იქნება 120 კი პროპორციული სიით განაწილდება.

ასევე ნახეთ: კინზინგერი და კონოლი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ვულოცავთ ქართველ ხალხს