ამერიკა ვიეტნამს 18-მილიონიან დახმარებას აღმოუჩენს

ასეანის დანარჩენი ქვეყნების ტერიტორიული წყლების დაცვისთვის დახმარება 14.5 მილიონს შეადგენს
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ვიეტნამს და ასეანის ქვეყნებს (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია) საზღვაო უსაფრთხოების გაზრდაში მეტ დახმარებას პირდება. ამის შესახებ ჯონ კერიმ ვიეტნამელ კოლეგა -ფამ ბინ მინთან- ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვიეტნამს შეერთებული შტატები 18-მილიონიან დახმარებას აღმოუჩენს. ამაში 5 სწრაფმავალი საპატრულო გემიც შედის. ასეანის დანარჩენი ქვეყნების ტერიტორიული წყლების დაცვისთვის დახმარება 14.5 მილიონს შეადგენს. ჯონ კერის განცხადებით „სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მშვიდობა და სტაბილურობა“ ვაშინგტონისთვის უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენს.