სკანდალი გაეროში - ამერიკის კონგრესში „ანრვას“ დაფინანსებაზე იმსჯელეს

Your browser doesn’t support HTML5

მას შემდეგ, რაც ამერიკამ, ბრიტანეთმა, გერმანიამ და ბევრმა სხვა ქვეყანამ გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს დაფინანსება შეუჩერა, ღაზაში მისი საქმიანობის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ისრაელი ამტკიცებს, რომ ჰუმანიტარული მისიის 12 თანამშრომელი 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა.