თურქული ლირა გამყარდა, მაგრამ პროგნოზი არასახარბიელოა

თურქული ლირა ორშაბათს მცირედით გამყარდა. თუმცა, მანამდე ფინანსთა მინსტრმა განაცხადა, რომ მომდევნო თვეებში ინფლაცია შესაძლოა 40%-მდე გაიზარდოს. ექსპრეტების გათვლით, ეს მაჩვენებელი ინფლაციის მოსალოდნელ დონეზე დაბალია.

თურქეთის ცენტრალურ ბანკი ინფლაციის კვარტალურ ანგარიშს ხუთშაბათს წარმოადგენს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბაზრის ყურადღების ცენტრში კვლავ მზარდი ფასები დარჩება.

ასევე ნახეთ: თურქული ლირა ანტირეკორდების მოხსნას აგრძელებს 

გასული თვის სავალუტო კრიზისის გათვალისწინებით, ეკონომისტები აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში თურქული ლირის ინფლაცია 50%-ს მიაღწევს.

ეს პროგნოზი განსხვავდება ფაინასთა მინისტრის ოფიციალური პროგნოზისგან. ნურედინ ნაბატი, ინფლაციის 10%-ით ნაკლებ მოსალოდნელ მაჩვენებლებზე საუბრობს და აცხადებს, რომ წლის ბოლოსთვის, ეს მაჩვენებელი 30%-მდე შემცირდება.