ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ოლიმპიადის წინ შეზღუდვებს ამკაცრებს


ოფიციალური პეკინი ზამთრის ოლიმპიადის წინ სხვადასხვა პროვინციაში შეზღუდვებს ამკაცრებს და ზრდის კოვიდ-19-ის ტესტირების რაოდენობას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ადამიანი, რომელიც სიცხის დამწევ, ხველების ან სხვა მსგავს მედიკამენტს იყიდის, 72 საათის განმავლობაში ვალდებულია კოვიდ-19-ის ტესტი ჩააბაროს. ამ დროისთვის ფენტაის რაიონში 15 იანვრის შემდეგ კოვიდ-19-ის 40-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. დედაქალაქში შეზღუდვების გამკაცრება წინ უსწრებს ზამთრის ოლიმპიადას, რომელიც 4 თებერვალს აიღებს სტარტს.

„ეპიდემიის პრევენციის ამჟამინდელი ვითარება ჯერ კიდვ მძიმე და რთულია. ქალაქის ყველა დეპარტამენტმა უნდა იმოქმედოს პროაქტიურად და სწრაფად“, ამბობს დედაქალაქის მერიის სპიკერი ჩუ ჰაუჯინი. მისივე თქმით, პეკინში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ჩინეთის კომუნისტურ პარტიას პანდემიის წინააღმდეგ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა აქვს გამოცხადებული, რაც მოიცავს ჩაკეტვებს, მოგზაურობის შეზღუდვას და მასობრივ ტესტირებას.

გასულ თვეში სინაისა და ორ დიდ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა, შეზღუდული იყო მგზავრობა პეკინის მიმართულებით, როგორც საჰაერო ასევე სახმელეთო გზებით, რათა შეჩერებულიყო პეკინში კოვიდ-19-ის გავრცელება.

ოფიციალური მონაცემებით ახალი შემთხვევების რაოდენობა ჩინეთში მცირდება.

ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადას ამერიკელი, კანადელი, ბრიტანელი და ავსტრალიელი ოფიციალური პირები არ დაესწრებიან. ამის მიზეზი ბოიკოტია, რომელიც ამ ქვეყნებმა ჩინეთს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო გამოუცხადეს.

ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. არსებული ინფორმაციით, პუტინი ოლიმპიადის გახსნამდე ჩინეთის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG