თურქეთის მთავრობა გადაწყვეტილებას არ ცვლის

პრემიერმა საპროტესტო გამოსვლები ოპოზიციის მიერ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ინსპირირებულ აქციად დაახასიათა
მთავრობა ჯერ კიდევ გეგმავს სტამბოლის პარკის რეკონსტრუქციას, რამაც გასულ პარასკევს მასობრივი დემონსტრაციები გამოიწვია და პრემიერის გადადგომის მოთხოვნა მოიტანა შედეგად.

ერდოღანის ოპონენტები მას ავტორიტარულ მმართველობასა და ისლამისტური იდეების გავრცელებაში ადანაშაულებენ. თავად პრემიერმა საპროტესტო გამოსვლები ოპოზიციის მიერ, არჩევნებში დამარცხების შემდეგ ინსპირირებულ აქციად დაახასიათა და თქვა, რომ დემონსტრანტებს, თურქეთის უმრავლესობას შორის, მხარდამჭერები არ ჰყავს.