ბორნის ტრაგედიის საქმის სასამართლო პროცესი დაიწყო

სამხრეთ კორეაში სასამართლო სხდომას ათობით მგლოვიარე მშობელი და ოჯახის წევრი დაესწრო
სამხრეთ კორეული ბორნის ტრაგედიიდან, რამაც 300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ორი თვე გავიდა. კაპიტანი და ეკიპაჟის წევრები, რომლებმაც ხომალდი მიატოვეს სასამართლოს წინაშე სხვადასხვა ბრალდებებს, მათ შორის მკვლელობის ბრალდებას პასუხობენ.

ბორნის კაპიტანს ლი ჯუნ-სეოკს და ეკიპაჟის სამ წევრს, ბრალი „შეგნებული გულგრილობით გამოწვეულ მკვლელობაში“ ედებათ და შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ. ეკიპაჟის 11 სხვა წევრს ნაკლებად მძიმე გულგრილობა ბრალდება.

სასამართლო სხდომას, ათობით მგლოვიარე მშობელი და ოჯახის წევრი დაესწრო. სხდომის დაწყებამდე ზოგიერთი მათგანი სასამართლოს თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ერთ პიროვნებას პლაკატი ჰქონდა წარწერით: „თქვენ ადამიანები არ ხართ, თქვენ პირუტყვზე ქვემოთ დგახართ.“

ტრაგედიის შემდეგ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პარკ გიუნ-ჰემ თქვა, რომ ეკიპაჟის საქციელი „მკვლელობის ტოლფასი“ იყო.