სოციალური მედიის მნიშვნელობა

ამერიკის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი სოფია ლიუ თავის პრეზენტაციებში აუდიტორიას, და განსაკუთრებით საჯარო სამსახურებს, მოუწოდებს სოციალური მედიის მნიშვნელობაზე იმსჯელონ.

ვაშინგტონში მდებარე ვუდრო ვილსონის ექსპერტთა საერთაშორისო ცენტრში გამოსვლისას მან გუშინ თქვა, რომ კორპორატიული სამყარო ახლა უკვე კარგად აცნობიერებს სოციალური მედიისა და მოქალაქე ჯურნალისტების მნიშვნელობას საკუთარი ქმედებების უკეთ დაგეგმვის მიზნით:

ლიუ: „ამ პლატფორმიდან მიღებულ ინფორმაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბევრი ორგანიზაცია ახლა სტრატეგიული მარკეტინგის მეთოდს მიმართავს და სოციალურ მედიაზე გადის. როცა საქმე საგანგებო სიტუაციების მენეჯმენტს ეხება, ვფიქრობ აქ გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღების მიზნით, ძალიან ბევრია.“

ლიუს თქმით, ზოგადად, შეიარაღებული ძალები მთავრობის სხვა სტრუტურებიდან გამონაკლის წარმოადგენს, რადგან ისინი უფრო დროულად შიფრავენ სოციალურ მედიაში გაჟონილ ინფორმაციას და უფრო სწრაფად ახდენენ შესატყვის რეაგირებას.

თუმცა მკვლევარი ასკვნის რომ მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ამ დროს, ყველასთვის ერთმნიშვნელოვნად ინფორმაციის სანდოობას მიემართება.

ცნობისთვის, 2010 წელს, ჰაიტიში გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ, სამაშველო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ კრიზისულ დღეებში ამ ორგანიზაციების ოპერატორებს ძალიან ხშირად ყალბ ინფორმაციაზე რეაგირების გაკეთება მოუწიათ, რამაც სამაშველო ოპერაციების ყურადღება ხშირად არასწორი მიმართულებით წარმართა.

თუმცა გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის ექსპერტმა ამგვარი კრიტიკა უარყო და განაცხადა, რომ ინფორმაცია შესაძლებელია ყალბი იყოს მაშინაც კი როცა მისი მიღება ტრადიციული, ავტორიტეტული საინფორმაციო არხების, მედიისა თუ სამთავრობო წყაროების საშუალებით ხდება.

აღნიშულმა ინსტიტუტმა ცოტა ხნის წინ დაიწყო სოციალურ ქსელ თვითერის გამოყენება, რომლის საშუალებით ხალხს შესაძლო მიწისძვრების შესახებ აფრთხილებს, ან იმ ადამიანების მდგომარეობას უწევს მონიტორინგს, რომლებიც კატასფტროფის ზონაში იმყოფებიან.

არამომგებიანი ტექნოლოგიური კომპანია „უშაჰიდის“ ერთერთი დამფუძნებელი ჯულიანა როთიჩი რომელიც სოციალური მედიის მნიშვნელობას სწავლობს კრიზისების მენეჯმენტისთვის, ასევე ცდილობს დიდი ოდენობის ინფორმაციის ეფექტურ ათვისებას გაუწიოს ლობირება.

„ახლა 2012 წელია. ინფორმაცია ჩვენს თვალწინ რეალურ დროში ხდება. ადამიანები ახალ ამბებს ერთმანეთს რეალურ დროში ამცნობენ. ჩვენთვის ეს ნამდვილი შესაძლებლობაა, რაც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, თუ რეალურად რა ხდება და შესაბამისად, ავიცილოთ თავიდან ანალოგიური მოვლენები მომავალში.“

„უშაჰიდი“ 2007 წელს კენიაში მიმდინარე ძალადობის დროს წარმოიშვა და აქტიური როლი ითამაშა 2008 წლს არჩევნების მიმდინარეობისა და შედეგრბის მონიტორინგის საქმეში. როთიჩის განცხადებით, უშაჰიდის ჩამოყალიბების იდეა მაშინ დაებადა, როცა დიდი განსხვავებები დაინახა თუ რეალურად რა ხდებოდა, რას ამბობდა ხალხი და როგორ აშუქებდა მოვლენებს მედია.

ორივე ექსპერტის განცხადებით, ტექნოლოგიურ მიღწევებსა და სოციალურ ქსელებში ადამიანების მიერ გამოთქმულ აზრს კრიზისების მენეჯმენტში დახმარების აღმოჩენა შეუძლია, თუმცა ყველაზე მთავარი, არაორდინალური სიტუაციების ამოცნობისა და რეაგირების მიზნით, არის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აქტიური, გაერთიანებული ადამიანების ჯგუფების არსებობა რომლებსაც ასევე ექნებათ დაზარალებული ადამიანების დახმარების სურვილი და ნება.