რუსეთის პრეზიდენტი ევროპაში გაზის გაძვირებას გერმანიას აბრალებს

ხუთშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ გერმანია რუსული გაზის პოლონეთისთვის და უკრაინისთვის გადაყიდვას ეწეოდა იმის ნაცვლად, რომ ევროპის გადახურებულ ბაზარს დახმარებოდა. მან იქვე დაამატა, რომ ევროპის გაზის ფასის კრიზისის გამო, მოსკოვი არ უნდა დაადანაშაულონ.

ამ კვირაში, გაზის მიმდინარე ევროპულმა ფასებმა ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. რუსეთის განმარტებით, “იამალის” მილსადენმა, რომელიც რუსულ გაზს, ჩვეულებრივ გერმანიაში სახლების გასათბობად და ელექტრო გენერაციისთვის ატარებს, მიმართულება შეცვალა და გაზის პოლონეთისკენ გატარება დაიწყო.

ასევე ნახეთ: გაზი, როგორც იარაღი - რუსეთი მოლდოვას გაზს უძვირებს

“გაზპრომი” არსებული კონტრაქტებით მოთხოვნილ, [გაზის] სრული მოცულობით მიწოდებას ახდენს”, თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, “მათ ეს ხაზი [“იამალი”] საწინააღმდეგო მიმართულებით, გერმანიიდან პოლონეთისკენ გადართეს… რატომ? იმიტომ, რომ გერმანიას გაზს ხანგრძლივი კონტრაქტის საფუძველზე ვაწვდით და ფასი სამ-ოთხჯერ, ექვს-შვიდჯერაც [კი] უფრო იაფია, ვიდრე მიმდინარე ფასი. მხოლოდ 1 მილიარდი კუბური მეტრის გადაყიდვით, 1 მილიარდი დოლარის გაკეთება შეიძლება.”

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ ამ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება ჯერჯერობით არ ისურვა.

ასევე ნახეთ: ბრიდლოვი: "პუტინი მისივე შექმნილი კრიზისის დასრულებისთვის არ უნდა დავაჯილდოოთ"

“იამალის” მიმართულების გადართვა, “გაზპრომის” მიერ ახლად დასრულებული “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის შევსებას დაემთხვა, რომელსაც ევროპაში გაზის მისაწოდებლად ამზადებენ.

მილსადენი უკრაინას გვერდს უვლის და ზოგიერთი ქვეყნის მოსაზრებით, ეს ქმედებები ერთმანეთთანააა დაკავშირებული. რუსეთმა ასეთი კავშირის არსებობა არაერთხელ უარყო და კვლავ აცხადებს, რომ მისი ქმედებები პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს.

"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის დამტკიცება გერმანიაში ჯერჯერობით შეჩერებულია. გერმანელმა მარეგულირებელმა „ბუდესნეტზაგენტურმა“ ნოემბერში გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. რეგულატორი, მილსადენის ოპერატორი კომპანიისგან, გერმანიაში ლეგალური რეგისტრაციის გავლას ითხოვს.

ასევე ნახეთ: გერმანია აცხადებს, რომ ამერიკასთან "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის საკითხზე მუშაობს