რუსული გაზეთის ჟურნალისტები პროტესტის ნიშნად სამსახურს ტოვებენ

რუსული გაზეთის „კომერსანტი“ ათამდე ჟურნალისტმა, რომლებიც პოლიტიკურ ამბებს აშუქებდნენ, პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგებს, რომლებიც სამსახურიდან სტატიის გამო გაათავისუფლეს. ისინი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში მოსალოდნელ, სავარაუდო, ცვლილებებზე საუბრობდნენ.

20 მაისს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში „კომერსანტის“ კორესპონდენტმა გლებ ჩერკასოვმა დაწერა, რომ 10 კოლეგასთან ერთად სამსახურიდან მიდიოდა. მან ეს პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილე მაქსიმ ივანოვი და სპეციალური პოლიტიკური კორესპონდენტი ივან საფრონოვი აქციონერების მოთხოვნით სამსახურიდან გაუშვეს.

„აქციონერებს აქვთ უფლება მიიღონ საშტატო გადაწყვეტილებები, ხოლო თანამშრომლებს კი აქვთ უფლება მათ მიმართ უთანხმოება ერთადერთი გზით გამოხატონ -- სამსახური შეიცვალონ,“ დაწერა ჩერკასოვმა.