რუსეთში სამი ჟურნალისტი დააკავეს

რუსეთში პოლიციამ სამი ჟურნალისტი დააკავა, რომლებიც იუსტიციის სამინისტროსთან აპროტესტებდნენ მედიაზე ხელისუფლების ზეწოლას. პოლიციამ ონლაინ გამოცემა „ვაჟნიე ისტორიის“ სამი ჟურნალისტი დააკავა. გამოცემა ერთ-ერთია ათობით მედია სააგენტოსა და ინდივიდს შორის, რომლებიც „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოაცხადეს 10 წლის წინ მიღებული კანონის გამოყენებით.

ასევე ნახეთ: რუსეთის სასამართლო პოლ უილანის ტრანსფერის საკითხს განიხილავს

დაკავებისას, ალესია მაროხოვსკაია, პოლინა უჟვაკი და ირინა დოლინინა სამინისტროს პიკეტირებას ახდენდნენ. ისინი მთავრობას კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ. კანონი მედია ორგანიზაციებს სამუშაოს შესრულებას და დაფინანსების მიღებას უზღუდავს. ვიდეო, რომელიც დამოუკიდებელმა არხმა „დოჟდ“ გამოაქვეყნა, აჩვენებს, როგორ აკავებს პოლიცია სამივე მათგანს. 47 მედია გამოცემასთან და დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან ერთად, „დოჟდიც“ უცხო ქვეყნის აგენტად იქნა გამოცხადებული. ჩამონათვალში ასევე ხვდება „რადიო თავისუფლება“ და მისი რუსულენოვანი გამოცემები.

ასევე ნახეთ: რუსეთმა ნავალნის "ჭკვიანური ხმის მიცემის" ვებ საიტი დაბლოკა

„უცხო ქვეყნის აგენტის“ კანონს, ბევრი წამყვანი დამოუკიდებელი გამოცემა აპროტესტებს. კიდევ ერთი მედია გამოცემის გამომცემელი, რომელმაც მთავრობის ჩინოსნების კორუფციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამოძიება გამოაქვეყნა, ასევე იქნა შეყვანილი „არასასურველი“ ორგანიზაციების სიაში.