პაკისტანში აფეთქება მოხდა

თვითმკვლელმა ტერორისტმა სამხედრო საგუშაგო ააფეთქა, რომლის დროსაც 17 ჯარისკაცი დაიღუპა
პაკისტანის ხელისუფლების განცხადების თანახმად, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა სამხედრო საგუშაგო ააფეთქა, რომლის დროსაც 17 ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

ასოშაიტედ პრესის განცხადებით, თავდასხმა ვაზირისტანის რაიონში მოხდა, რომელიც ალ-ყაიდას და თალიბანის მეომრების თავშესაფარს წარმოადგენს.